GEO 07/12/2024
ENG 15:21
ისტორია
კავშირგაბმულობის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლენინგრადის სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო “კრასნაია ზარიას” ფილიალი, დაარსდა 1974 წელს, საქართველოში. 1990 წელს ინსტიტუტი გამოვიდა საწარმოს წევრობიდან და შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი “ეგრისი” დამოუკიდებელი საწარმოს სახით. 1995 წელს სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო “ეგრისი”-ს ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზოგადოება “ეგრისი”. აღნიშნული სს “ეგრისის” ბაზაზე შეიქმნა შპს “სისტემნეტი”, რომელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და უზრუნველყოფა, კავშირგაბმულობის საშუალებათა პროექტირება, დანერგვა და ექსპლუატაცია, ასევე მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლამდე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და უზრუნველყოფა, კავშირგაბმულობის საშუალებათა პროექტირება, დანერგვა და ექსპლუატაცია.
• საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის, IPTV-ისა და მონაცემთა გადაცემისათვის თანამგზავრული არხების ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა.
• სატელეფონო კავშირის, სატელევიზიო მაუწყებლობისა და მონაცემთა გადაცემისათვის საქალაქთაშორისო, რეგიონალური და ლოკალური კაბელის, საქალაქთაშორისო ოპტიკურ-ბოჭკოვანი და რადიო-სარელეო ქსელების ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა.
• არსებული საკომუნიკაციო ქსელების გაფართოება და უზრუნველყოფა

ლიცენზირება
შ.პ.ს. “სისტემნეტ”-ს გააჩნია ლიცენზია შემდეგი სახის საკომუნიკაციო ქსელებზე:
• საკომუნიკაციო მომსახურებების უზრუნველყოფა
• საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ექსპლუატაცია
• საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირისა და მონაცემთა გადაცემის სისტემის ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა თანამგზავრული ციფრული TV-ის, IPTV-ისა და FM რადიო მაუწყებლობის ექსპლუატაცია და უზრუნველყოფა

ინტერნეტი

შპს “სისტემნეტის” მომხმარებლებს ინტერნეტ მოეწოდებათ საერათაშორი არხის მეშვეობით. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული არხი უზრუნველყოფს ინტერნეტის საუკეთესო ხარისხს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ სხვა მიმართულების უზრუნველყოფაზე. ამჟამად ინტერნეტ არხის მოცულობა წარმოადგენს 1.6 GB –ს.
10-11

საერთაშორისო სატელეფონო კავშირი “სისტემნეტი” აბონენტებს საშუალებას აძლევს აკრიფონ ნებისმიერი სატელეფონო ნომერი მსოფლიოში დღისა და ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში.
თუ გსურთ საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დამყარება:
• აკრიფეთ «10-11»;
• ქვეყნის კოდი,
• ქალაქის კოდი
• აბონენტის ტელეფონის ნომერი

ურთიერთჩართვის წერტილია _ ქ. თბილისი ჯიქიას ქ.16


პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვა ხორციელდება მხარეთა მიერ თავიანთ ქსელში საჭირო სიმძლავრის საკომუნიკაციო პორტების გამოყოფით. TCP/IP პროტოკოლის გამოყენებით, Ethernet ტექნოლოგიით. შპს "სისტემ ნეტ"-ის მიერ გამოყენებულია CISCO-ს მიერ წარმოებული აპარატურა. ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია, გამოიყენოს იგივე ან თავსებადი მწარმოებლის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა.


პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში, "სისტემ ნეტ"-ი ურთიერთჩართვის წერტილში, გამოყოფს სათანადო სიმეტრიულ პორტს, რომლის გამტარუნარიანობა განისაზღვრება 2 მბიტ/წმ საკომუნიკაციო ექვივალენტით (გარდა კომისიის #469/16 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ავტორიზებული პირებისა, რომელთანაც ჩართვა უნდა განხორციელდეს 1გბ/წმ სიმძლავრით).


პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის არხზე ინტერნეტ ტრაფიკის პაკეტების გადაცემის გარანტირებული ხარისხის მახასიათებლად განისაზღვროს: IP პაკეტების დანაკარგების დასაშვები დონე - 1%-ი; გადაცემული პაკეტების დაყოვნების დრო - 50 მილი/წმ; გადაცემული პაკეტების დაყოვნების საშუალო სტატისტიკური გადახრის საზღვრები - 40 მილი/წმ. ტესტირების მინიმალური დრო 1 სთ.


მხარეები უზრუნველყოფენ მარშუტიზაციას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ერთმანეთის ქსელში არსებულ IP მისამართებთან მომხმარებელთა შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება.

მომსახურება

პირდაპირი გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ წერილობითი მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში "სისტემ ნეტ"-ი მსურველ მხარეს აცნობებს ურთიერთჩართვის საჭირო საშუალებების არსებობის შესახებ.


ურთიერთჩართვის საჭირო საშუალებების არსებობის შემთხვევაში, მხარეთა შორის, 5 სამუშაო დღის ვადაში, გაფორმდება შესაბამისი ხელშკერულება.ინტერფეისის მუშაობის ტესტირებას და ქსელების ურთიერთოპერაბელურობის ორგანიზებას მხარეები მოახდენენ ტექნოლოგიურად უმოკლეს ვადებში.
მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო გონივრულ ზომებს, რათა უზრუნველყონ ურთიერთჩართვის საექსპლუატაციო უსაფრთხოება, ურთიერთჩართვის წერტილებში არსებულ მხარეთა კუთვნილ მოწყობილობებზე.
მეორე მხარის დასაბუთებული მიმართვა გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ განიხილება და მასზე პასუხი გაეცემა, მიმართვის რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რომლის დროსაც მხარეები ჩაატარებენ ექსპერტიზას ხარისხის იმ მაჩვენებლების გათვალისწინებით, რაც მოცემული ამ მოწვევის ოფერტის მე-5 პუნქტში.
მხარეთა ტექნიკური საშუალებების ურთიერთჩართვა ხორციელდება ფიზიკური თანალოკაციის პრინციპით, რისთვისაც "სისტემ ნეტ"-ი ნებას რთავს

მეორე მხარეს:
ა) მოათავსოს შესაბამის ურთიერთჩართვის წერტილში ასეთი მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები (ზღვრული სიმძლავრით, რომელიც საჭიროა მხოლოდ მხარეთა შორის ლოკალური ინტერნეტის ურთიერთჩართვისათვის და არ მოიცავს საერთაშორისო ინტერნეტის კავშირებს) გამოყოფილ სათანადო სიდიდის ფართობზე;
ბ) თანალოკაციისათვის გამოყოფილ ფართზე შევიდეს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს ურთიერთჩართვისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები, `სისტემ ნეტ~-ის მიერ დადგენილი პიროებების თანახმად.
ავარიის შემთხვევაში (ანუ მხარეთა ტექნიკური საშუალებების ისეთ დაზიანებას, რაც არ არის გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოებებით), მხარე, რომლის ტექნიკური საშუალებებიც გამოვიდნენ მწყობრიდან დაუყოვნებლივ ატყობინებს მეორე მხარეს ავარიის შესახებ და იღებს ყველა ზომას, რათა 12 სთ-ს განმავლობაში ან აღმოფხვრას ავარიის შედეგები, ან სხვა საშუალებებით და გზებით აღადგინოს ურთიერთჩართვა.


შპს "სისტემ ნეტ"-ი უზრუნველყოფს პირდაპირ გაფართოებულ ურთიერთჩართვას, ხოლო ტრანზიტული ურთიერთჩართვა ხორციელდება დამატებითი შეთანხმებით.
მხარეთა შეთანხმებით, ყოველი გამოყოფილი 2 მეგაბტ/წმ ექვივალენტური პორტისთვის (გამტარუნარიანობის სიმძლავრესთვის) მხარეები ანგარიშსწორებას მოახდენენ 5000 ლარის ოდენობით 1 გიგაბიტ/წმ გამტარუნარიანობის შესაბამისად გამოყოფილ სიმძლავრეზე დღგ-ს გარეშე, პროპორციული გადანაწილებით რეალურ გამოყოფილ სიმძლავრეზე.
მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაწეული მომსახურება ერთმანეთის ტოლფასია და ანგარიშსწორება მოხდება ურთიერთგაქვითვის პრინციპის საფუძველზე, კერძოდ ანგარიშფაქტურების გაცვლის საფუძველზე, რომელიც მხარეებს წარედგინებათ საანგარიშო თვის მომდებნო თვის 15 რიცხვამდე.
რეალურად გამოყოფილი სიმძლავრის ოდენობა და ფასი განისაზღვრება კონკრეტული ხელშკერულების დანართით.
მხარეები თანხმდებიან, რომ გაცვლიან იმ ტექნიკურ და ქსელის სხვა მონაცემებს, რომლებიც საჭიროა წინამდებარე ხელშეკრულების
ხელშეკრულებით დგენილი ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის მქონე ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ერთ-ერთი მხარის მიერ მიწოდებული ნებისმიერი სახის მონაცემი ჩაითვლება კონფიდენციალურად და წარმოადგენს მომწოდებელი მხარის საკუთრებას. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნენ მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ისინი იქნენ მიწოდებული.
ინფორმაციის მიწოდების პერიოდულობა განისაზღვრება მხარეთა საჭიროების მიხედვით. მეორე მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდების შესახებ განცხადების მიღების შემთხვევაში, სათანადო ინფორმაცია უნდა გაიცეს არაუგვიანეს 10 (ათი)
თუ მხარეებს შორის დაზიანებულია დამაკავშირებელი საკაბელო მეურნეობა და ამის გამო შეფერხებულია მათ შორის კავშირი, მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთი საკაბელო მეურნეობაზე არსებული გაუმართაობის აღმოფხვრას, ამის შესახებ მეორე მხარისთვის წერილობით ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნიდან 8 საათის განმავლობაში. თუ მხარე არ უზრუნველყოფს მომსახურების სრულ აღდგენას იგი ვალდებულია მეორე მხარეს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 0.05%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე, მომსახურების სრულ აღდგენამდე.

საერთაშორისო არხები

შ.პ.ს. “სისტემნეტი”-ს მომხმარებლებს ინტერნეტი მიეწოდებათ საერთაშორისო არხის თბილისი-სტოკჰოლმის მეშვეობით.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული არხი უზრუნველყოფს ინტერნეტის საუკეთესო ხარისხს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ სხვა მიმართულებების უზრუნველყოფაზე.
სარეზერვო მიმართულება მუშაობს აზერბაიჯანის გავლით.

შენიშვნა: შ.პ.ს "სისტემნეტი"-სგაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილია ქ.თბილისი, ჯიქიას ქ.16

საერთაშორისო სატელეფონო კავშირი
საერთაშორისო სატელეფონო კავშირი “სისტემნეტი”-ს აბონენტებს საშუალებას აძლევს აკრიფონ ნებისმიერი სატელეფონო ნომერი მსოფლიოში დღისა და ღამის ნებისმიერი დროის მონაკვეთში. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ა) ავტომატურ რეჟიმში (თქვენი ქალაქის ნომერზე 8-11-ის აკრეფვით), ასევე ბ) ოპერატორის დახმარებით (8-17-ის აკრეფვით)

თუ გსურთ საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის დამყარება ოპერატორის დახმარებით : • აკრიფეთ 8-17-ის მომსახურების ნომერი და ოპერატორს მიაწოდეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
• შეკვეთის განთავსების ზუსტი თარიღი და დრო
• მიმართულება (ქალაქი) და სასურველი აბონენტის ტელეფონის ნომერი
• თქვენი ტელეფონის ნომერი თბილისში, რომელზეც თქვენ ელოდებით ზარს
• აკრიფეთ 8-17-ის მომსახურების ნომერი და თქვენ შეძლებთ უფასოდ შეიტანოთ შემდეგი სახის ცვლილებები თქვენს შეკვეთაში:
• გააუქმოთ შეკვეთა
• შეცვალოთ შეკვეთის დრო
• შეცვალოთ შეკვეთილი ნომერი

თუგსურთსაერთაშორისოსატელეფონოკავშირისდამყარება:
· აკრიფეთ «8-11»;
· ქვეყნის კოდი,
· ქალაქის კოდი
· აბონენტის ტელეფონის ნომერი.

კომპანიის დამფუძნებლები

შპს ”სისტემ-ნეტი” დაფუძნებულია სააქციო საზოგადოება ”ეგრისის” ბაზისზე, რომელიც შეიქმნა 1995 წელს. აღნიშნული კომპანია წარმოადგენდა სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო “ეგრისის” საფუძველზე შექმნილ სააქციო საზოგადოებას. თვითონ სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო “ეგრისი” დაფუძნდა 1990 წელს “კრასნაია ზარიას” (დაარსდა 1974წელს) ლენინგრადის ფილიალის სახით.
ტექნოლოგია
ლოკალური ინტერნეტი - მხარის ქსელში განთავსებულ სერვერზე არსებული საზოგადო რესურსი, ( მათ შორის ინტერნეტ გვერდები, ინტერნეტ საინფორმაციო მომსახურების სახეები, სერვერზე განთავსებული ყველა ინფორმაცია).

• საერთაშორისო ინტერნეტი - ინტერნეტ რესურსი, რომელიც განთავსებულია საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებს გარეთ;
• პირდაპირი ურთიერთჩართვა - ერთი მხარის დაშვება მეორე მხარის ლოკალურ ინტერნეტთან;
• ტრანზიტი - არაპირდაპირი დაშვება მესამე ოპრატორის ქსელში განთავსებულ სერვერებზე არსებულ საზოგადო რესურსთან, მხარის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.